ამოუცნობი და მისტიკური

warning: Creating default object from empty value in /home/selfge/self-discovery.ge/modules/taxonomy/taxonomy.pages.inc on line 34.

აურა და ფერები

გთხოვთ, მოყევით აურაზე, რომელსაც მედიტაციაში ვხედავთ.

შრი ჩინმოი: ყველა ადამიანს აქვს აურა, რომლის დანახვაც შეუძლია მედიტაციის დროს, ასევე კონცენტრაციის დროს და სიზმარშიც კი. არ არსებობს პირდაპირი კავშირი მედიტაციასა და აურას შორის. მაგრამ როდესაც მედიტირებთ, თქვენ სრულ სიმშვიდეში იმყოფებით, და აურის დანახვა თქვენთვის უფრო მარტივი ხდება. მაგრამ პირდაპირი კავშირი მედიტაციასა და აურას შორის არ არსებობს.

თუ აურას ხედავთ, ამაში არაფერია ცუდ, ეს შთაგონებას გაძლევთ და გახარებთ. მაგრამ სისულელეა დროს დახარჯვა აურას ძებნაზე.

* * *

სხვადასხვა დროს მე ვხედავდი წითლის, თეთრის, ცისფწრის და ყვითლის ელფერის ნათებას. ვერ ამიხსნიდით მათ მნიშვნელობას?

შრი ჩინმოის ფერწერაშრი ჩინმოი: წითელი ღმერთის დინამიური ასპექტია, ღვთაებრივი ძალაა, რომელსაც საკუთარ თავში ხედავთ. როდესაც თქვენში შედის ღვთაებრივი ძალის წითელი ფერი, თქვენ ენერგიით ივსებით, თქვენი გავლით ძალა მოედინება.

თეთრი სისიფთავის ფერია. როდესაც თქვენს ირგვლივ და თქვენს ზევით თეთრ ფერს დაინახავთ, თქვენ იგრძნობთ, რომ მთელი თქვენი არსება სისუფთავითაა სავსე. თქვენ არ ხართ უსუფთაო, მაგრამ როდესაც თეთრ ფერს ხედავთ, მთელი თქვენი არსება - თავიდან ტერფებამდე - სისუფთავით ივსება. როდესაც ცისფერს ხედავთ, ეცადეთ იგრძნოთ, რომ უსასრულობა შედის თქვენს მისწრაფებულ ცნობიერებაში. ნუ ფიქრობთ, რომ უსასრულობა უბრალოდ გონების ტერმინია. გონებას შეუძლია წარმოიდგინოს დიდი მანძილი, ცოტათი გააფართოვოს ის, შემდეგ კი გაჩერდება. უსასრულობა კი უსაზღვროდ ფართოვდება. როდესაც ცისფერს ხედავთ, ეცადეთ იგრძნოთ, რომ თქვენი ცნობიერება უსასრულობაში ფართოვდება, უსასრულობა კი შედის თქვენს მისწრაფებულ ცნობიერებაში. ეს ცისფერი ინდოეთის უდიდესი სულიერი მასწავლებლის შრი კრისნას საყვარელი ფერია.

ის, რასაც ყვითელს უწოდებთ, თუ შინაგანი ხილვას მიმართავთ, სინამდვილეში ოქროსფერია. ეს ოქროსფერი მოდის უმაღლესი ცნობიერების სამეფოდან. ეს ოქროსფერი გამოვლენის ფერია, რომელიც უმაღლეს პლანზე იწყება. შემდეგ, როდესაც ის მიწას ეხება, ის წითელი ხდება.

ფერების ხილვა ორი მიზეზით ხდება: ნამდვილი მისწრაფება და ღვთაებების ან უმაღლესი აბსოლუტის წყალობა. ინდოეთში ჩვენ გვყავს ქალღმერთი, რომელსაც კალის, მაჰაკალის ვუწოდებთ. როდესაც ის ადამიანების ვიტალურ, ემოციებით და შფოთით სავსე, სამყაროში შედის, მისი ოქროსფერი ფერი წითლად იქცევა იმიტომ, რომ ის ანადგურებს ყველა არასრულყოფილებას, შეზღუდულობას და უარყოფით ძალას ჩვენს ცხოვრებაში. ის რასაც ფსიქიურ სამყაროში სუფთა ოქროსფერს ხედავთ, ვიტალურ სამყაროში წითლად დაინახავთ.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ძალა ჩვენშია"

 

<<< გვერდზე "ამოუცნობი და მისტიკური"

თეოსოფია და სპირიტიზმი

კითხვა: რა აზრის ხართ თეაოსოფიასა და სპირიტიზმზე?

ჯარნა-კალა, შრი ჩინმოიშრი ჩინმოი: არაფერი მაქვს სათქმელი თეოსოფიის წინააღმდეგ, ის თავისებურად ეხმარება მაძიებლებს.ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ არის უფრო ღრმა რამ, რასაც თეოსოფია ვერ შეეხაბა. მადამ ბლავატსკაიას და ანი ბაზანტის თეოსოფია არ არის მცდარი. მაგრამ უნდა გვესმოდეს, ნადვილად ღვთის რეალიზაციის მქონე სულები თუ იყვნენ ისინი.

მადამ ბლავატსკაიას "საიდუმლო დოქტრინაში" და ანი ბეზანტის სხვა წიგნებში ასახულია ჭეშმარიტების ნაწილი. მაგრამ ას ჭეშმარიტება არ მოდის უშუალოდ ცნობიერების უმაღლესი სამეფოდან. ეს ჭეშმარიტება წარმოიშვა და გამოხატვა პოვა ვიტალურ სამყაროში. მე არაფერს ვამბობ მათ მიერ შემოტანილ წვლილზე. მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ, რომ მათ მიერ შემოთავეზებული ჭეშმარიტება, განსხვავდება იმ ჭეშმარიტებისაგან, რომელიც სულიერი მასწავლებლისგან მოდის, რომელიც შევიდა დონეზე, რომელსაც სად-ჩიტ-ანანდას - არსებობა-ცნობიერება-ნეტარებას უწოდებენ. ეს დონე უსასრულოდ მაღლა დგას, ვიდრე დონე, რომელსაც თეოსოფია მიუახლოვდა ან მიაღწია.

არსებობს დიდი სხვაობა ნამდვილ სულიერებასა - იოგასა და სპირიტიზმს შორის. სპირიტიზმი მოითხოვს მედიუმების ჩარევას, ის ჩარევს სულებს ვიტალური სამყაროდან ან ვიტალურ არსებებს, რომლებიც სულთან და ჩვენს შიდა არსებასთან უშუალო კავშირში არ არიან. თუ ძალიან დაინტერესებულები ვართ სპირიტიზმით, ესე იგი ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ არსებებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არსებობენ ვიტალურ სამყაროში და სხვა არაგასხივოსნებულ სამყაროებში. ისინი მხოლოდ მტრობენ და ჩხუბობენ, გვემუქრებიან და გვაშინებენ. ისინი აკმაყოფილებენ ერთგვარ ცნობისმოყვარეობას და დამანგრეველ თვისებებს ადამიანის ბუნებაში.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ძალა შინაგანში"

 

<<< გვერდზე "ამოუცნობი და მისტიური"

მისტიციზმი

ცოდნის გზაზე დიდი მანძილის გავლის შემდეგ, ფილოსოფია იღლება და ისვენებს. მისტიციზმი იწყებს იქიდან, სადაც ფილისოფია მთავრდება. წინასწარმეტყველნი პირადი გამოცდილებით შეიცნეს ჭეშმარიტება და გაუმხილეს ის სამყაროს.
ისინი მრეროდნენ:

"მე ის შევიცანი, - უმაღლესი არსება,
სხივმოსილი და მანათობელი ვით მზე, სიბნელის მიღმა მყოფი,
მიუწვდომელი შთანთქმელი სიბნელის კლანჭებისათვის."

წინასწარმეტყველნი გვასწავლიან, რომ ტრანსცენდენტალური რეალობა და არსებობა, რომელიც ყველაფერს განასახიერებს ერთი და იგივეა.

შრი ჩინმოის წიგნიდან "აღმოსავლური სინათლე დასავლური გონებისათვის"

* * *

რას ნიშნავს მისტიციზმი?

შრი ჩინმოი, ჯარნა-კალაშრი ჩინმოი: არსებობს სულიერების სამი ძირითადი ბილიკი, ან გზა: კარმა იოგა, ბჰაკტი იოგა და ჯნანა იოგა. ჯნანა ეს ცოდნის და სიბრძნის გზაა.ჯნანაში არსებობს ერთი განსაკუთრებული შტო, რომელსაც რაჯა იოგას უწოდებენ, ან სამეფო გზას, რომელზეც ადამიანი ყველაზე უსწრაფესად გარბის. თქვენ შეგიძლიათ მოკლე გზა უწოდოთ მას. ის დაკავშირებულია უზარმაზარ მისწრაფებასთან, დიდ მოწადინებასთან და მუდმივ თავდადებასთან. მისტიკოსი მიყვება რაჯა იოგის გზას.

მისტილოსი არ არის დაბნეული ადამიანი, რომელიც ცაში დაფრინავს, თუმცა, სამწუხაროდ, ხალხი სწორედ ასე ფიქრობს მისტიკოსებზე. მისტიკოსი მაძიებელია, რომელსაც, დინამიური ენერგიით, სურს უსწრაფესად აღმოაჩინოს ჭეშმარიტება ინტუიციის ძალით. მესამე თვალის გამოყენებით, ის ხედავს ჭეშმარიტებას ყველაზე სწრაფად, ტყვიაზე სწფად. მაგრამ თუ ადამიანს სურს ასეთი სახის იარაღი ჰქონდეს, მაშინ, ბუნებრივია, მას მოუწევს ყველაფრისათვის თავის დანებება, რაც მასში არაღვთიურია. ის მიიღებს ყველაფერს, რაც ღვთიურია და შეეცდება მის აღზრდას თავის ცხოვრებაში.

მისტიკოსი ის არის, ვისაც სურს რაც შეიძლება მალე დაინახოს ჭეშმარიტება, ყველაზე გამასხივოსნებელი და ასრულების მომტანი გზით. მისტიკოსი არ არის ის, ვინც აბუჩად აგდებს ყველაფერს პრაქტიკულს. მაგრამ აქ დასავლეთსი და ასევე ინდოეთში, ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ მისტიკოსს. ისინი უბრალოდ ამბობენ: "ის არაპრაქტიკულია. მას მხოლოდ ღმერთი აინტერესებს; მას არ ადარდებს მსოფლიო. ის მხოლოდ მზეს გასცქერის, გასცქერის მთვარეს, გასცქერის მთებს. ის ამ სამყაროს არ ეკუთვნის". მაგრამ ნამდვილი მისტიკოსი არის ის, ვისაც სურს ხედავდეს ღვთეაბრივ საიდუმლოს ყველაფერში: ბუნებაში და ადამიანებში. მას სურს ჩაწვდეს დასაბამისს არსს, უფრო სწრაფად, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი თავს უფლებას მისცემს წარმოიდგიმოს ის. ეს არის ნამდვილი მისტიკოსი.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ოკულტიზმი და მისტიციზმი"

* * *

მისტიციზმი

შრი ჩინმოიშეისწავლეთ მისტიციზმი თუ გსურთ. ის გულს სიხარულს მოუტანს, გონებას მისწრაფებას, სიცოცხლეს ნამდვილ, ასრულებისმომტან და გასულიერებულ დარწმუნებას. მაგრამ ნუ ეცდებით განსაზღვროთ ის. ნუ ეცდებით განმარტება მისცეთ მას. თუ შეეცდებით განსაზღვროთ ის, თქვენ ვერ მიაღწევთ წარმატებას. თუ შეეცდებით განმარტება მისცეთ მას, თქვენ სასტიკად დამარცხდებით.

ჩვენ გამოცდილებას ვიღებთ: მეცნიერებიდან - სამეცნიერო აღმოჩენებიდან; ისტორიიდან - ისტოტირული გამოცხადებებისაგან; ფილოსოფიიდან - ფილოსოფიური იდეებიდან, რელიგიიდან - რელიგიური დოკტრინებიდან. ამ გამოცდილებებში ჩვენ ვხედავთ სუბიექტის და ობიექტის, არსის და არსებობის, ხილვის და რეალობის არსებობას. მაგრამ მისტიკური გამოცდილება, რომელიც დაუყოვნებლივი ერთიანობაა, სცილდება ყველა ასეთი სახის განსხვავებას. ეს გამოცდილება მუდმივი ერთიანობაა ზეზღვრულთან, ზეზღვრულთან, რომელიც მარად გადალახავს საკუთარ თავს, რომელიც ყოველთვის უაწერელი რჩება. მისტიციზმო, საწყალო მისტიციზმო! როდესაც მას ამარტივებენ და ვერ აფასებენ, ის დაბლა ეშვება თავისი პირველყოფილი სფეროდან და რელიგიას უახლოვდება. მაგრამ თუ გულწრფელები ვიქნებით, ჩვენ მივხდებით, რომ ის უმაღლესი რელიგიური განცდა არაფერია, თუ არა გაურკვეველი, ბუნდოვანი და მისუსტებული აღქმაა ჭეშმარიტებისა; მაშინ როდესაც ნებისმიერი მისტიკური განცდის დროს, ჩვენ ვიგრძნობთ ჭეშმარიტების ინტენსივობას, თვალუწვდენლობას და დარწმუნებულობას.

ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ რელიგიური ექსტაზი და მისტიური ექსტაზი იგივე როლს არ თამაშობენ ჩვენს შიდა ჩხოვრებაში. რელიგიური ექსტაზი ეხება ადამიანურს ჩვენში. ეს ექსტაზი შემოიფარგლება სხეულის ცნობიერებით, დისციპლინირებული ან უდისციპლინო ვიტალით, გასხივოსნებული ან გაუსხივოსნებელი გონებით, სუფთა ან უსუფთაო გულით. მაგრამ მისტიკურ ექსტაზს დაუყოვნებლივ გადავყავართ ზეზღვრულში, სადაც ჩვენ მარადი სიცოცხლე გვეხვევა, გვკვებავს ყოვლის მასაზრდოებელი სინათლე და გვლოცავს ტრანსცენდენტალური ჭეშმარიტება.

პრიმიტიული რელიგია სთავაზობდა ექსტაზს ვიტალს ფიზიკურ გონებაში და მოსურნე გულში. სრულიად დანვითარებული მისტიციზმი ამჟამად უსასრულოდ სთავაზობს თავის ექსტაზს გათავისუფლებულ სლებს და უსაზღვროდ მათ, ვინც განთავისუფლების ზღვარზეა.

საწყალი ინდუიზმი! როდესაც და სადაც არ უნდა ქედმაღლურად უყურებდნენ მისტიციზმს, ინდუიზმი მთავარ დამნაშავედ ითვლება. დასავლეთში ბევრი გაწაფული ადამიანი, რომლებსაც არა მხოლოდ არ ესმით ამაღლებული ინდუისტური მისტიციზმი, არამედ სრულიად არასწორად იგებენ მას. მინდა ვუთხრა მათ, რომ ინდუისტური მისტიციზმი არ არის, როგორც ისინი ფიქრობენ, თვითჰიპნოზი ან თვითმოტყუება, არამედ გასულდგმულებული ერთიანობაა უკვდავების ცხოვრებასთან, უსასრულობის გულთან და მარადისობის სუნთქვასთან. იმისათვის რომ კარგად შეიცნოთ ინდუიზმი, უნდა ეწეოდეთ იოგის პრაქტიკას, როგორც წესი, სულიერი მასწავლებლის უშუალო ხელმძღვანელობით.

ინდუისტურმა მისტიციზმმა მნიშვნელოვნად შთააგონა და ზეგავლენა მოახდინა მისტიციზმზე ბუდიზმში. აქედან გამომდინარე ორი ტრადიცია, დიამეტრალურად არ ეწინააღმდეგება და ერთსა და იმავე ჭეშმარიტების შეცნობასთან მოდიან. ნირვანა სცდება ტკივილისა და სიამოვნებას, დაბადებასა და სიკვდილს. ნირვანის კურთხეულობა - ეს უმაღლესი მისტიკური ერთიანობაა განმათავისუფლებელთან. ინდუისტი მისტიკოსი, თვითრეალიზაციის წყალობით ასევე ხდება ერთიანი აბსოლუტთან და სამუდამოდ თავისუფლდება სიამოვნების და ტკივილის, დაბადებისა და სიკვდილის ხაფანგებისაგან.

ისლამის სუფიების მისტიციზმი გამოიხატება შინაგანი ვიტალის უძლიერესი დათრობით და ჭეშმარიტებით სავსე სიმბოლური სიყვარულით ნეფესა და პატარძალს შორის. შეიზლება ითქვას, რომ ასეთი სახის მისტიციზმი მნიშვნელოვნად აახლოვებს ადამიანს აბსოლუტთან ერთობის განცდის რეალურ შესაძლებლობასთან. და ამავე დროს , მას ასევე სურს იმის თქმა, რომ ალაჰი ყურანში მოითხოვს მკაცრ თვითდისციპლინას და თვითკონტროლირებად ცხოვრებას. ამ მისტიციზმის მიმდევრების თანახმად, ამით საბოლოო ჯამში თავისუფალ მისასვლელს ვპოულობთ მასთან , რაც ძალიან იშვიათად მიიღწევა.

იუდაიზმის კაშკაშა მნათი მისტიციზმი კაბალაა. ეს მისტიური ცოდნა ეფუძნება ბიბილიის ოკულტურ განმარტებაზე და წარმატებულად გადაეცემოდა განდობილს, ეზოთერული დოქტრინის სახით.

ქრისტიანობა თავისი მისტიკური მისწრაფებით ვალშია არა იუდაიზმის წინაშე, არამედ ბერძნების წინაშე. ზოგიერთი მკლევარის აზრით, ახალ აღქმას აკლია მისტიკური გამოცდილება. ჩემთვის ძნელია დავეთანხმო მათ. მინდა ვთქვა, რომ ახალი აღქმა სავსეა მისტიკური გამოცდილებებით. მაგრამ ის რაც მკვლევარებს დააკლდათ ახალ აღქმაში, მის სიღრმეებში შეღწევის უუნარობის გამო, - გასაღებია, რომელიც აღებს ღმერთთან ერთიანიბასთან მიმავალ მისტუკურ კარს.

ესპანეთში ტერეზა ავილიელმა (Teresa of Avila) შესთავაზა მსოფლიოს რაღაც ღრმად მისტიკური. მისი მისტიკური განცდები -  მისწრაფებულ სულსა და განმანთავისუფლებელი ქრისტეს შორის ღვთაებრივი კავშირის უმშვენიერესი კულმინაციაა. და ზუსტად ასეთნაირ კავშირში ადამიანის უმწეო შეუწყნარებელი ნება და ღმერთის ყოვლისშემძლე და ყოვლის-ასრულების მომტანი ნება გულში იკრავენ ერთმანეთს.

შრი ჩინმოის წიგნიდან "აღმოსავლური სინათლე დასავლური გონებისათვის"

 

<<< გვერდზე "ამოუცნობი და მისტიკური"

ოკულტიზმი

რა არის ოკულტიზმი, და რომელ პლანზე არსებობენ ოკულტური ძალები?

შრი ჩინმოი: ოკულტიზმი მეცნიერებაა. ოკულტიზმი სუფთაა, როდესაც ის გამოიყენება ნატიფ ფიზიკურ ან სუპრა-ფიზიკურ პლანებზე. ზოგიერთი ადამიანი მას უწოდებს ასტრალურ პლანს, როდესაც სხვები მას ვიტალურ სამყაროს უწოდებენ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ოკულტიზმის წყარო შიდა ვიტალში. ოკულტური ძალები ეს ჩვენი ფარული ბუნების ძალებია. ოკულტური სამყარო - ეს ნატიფი ფიზიკური, ვიტალი და სუპრა-ფიზიკურია.

თუ შეგნებულად და მიზანმიმართულად შედიხართ ვიტალურ პლანში, პირველი ის ხდება, რომ თქვენ ვიტალური არსებების ზეგავლენის ქვეშ ექცევით. ეს არსებები ძალიან ხშირად სიხარულით გაძლევენ თავისი ოკულტური ძალების გარკვეულ ნაწილს გამოსაყენებლად. გარკვეული დროის მანძილზე ისინი გაძლევენ თავისი საკუთარი ოკულტური ძალების გამოიყენების საშუალებას, მერე კი შეეცდებიან თქვენს გაკონტროლებას. ამ არსებებს აქვთ უთვალავი სულელური სურვილი, რომლების ასრულებას შეეცდებიან მაძიებლის მეშვეობით, რომელმაც მათგან მიიღო ეს ძალები.

თუ ეს ნამდვილი და ჭეშმარიტი მაძიებელია, და თუ ის შედის ვიტალურ პლანებზე სულიერი მიზნებისათვის, თავისი შინაგანი ცნობიერების გაფართოებისას, საშიშროება არ არის. ეს იმიტომაა, რომ მაძიებელი მტკიცეა თავის მისწრაფებაში. მას სურს მხოლოდ მისი შიდა და გარე ბუნების სულიერი გაფართოება და არ ზრუნავს ეგრე წოდებულ ოკულტურ ძალებზე. მაგრამ მაძიებელი, რომელიც ჩაერია ოკულტურ სამყაროში, ხედავს, რომ მისი მიზანი - შორეული ოცნებაა, და ამავე დროს ის უმოწყალოდ დაჭერილია ვიტალური სამყაროს არსებების მიერ. აქ ის დაიკარგა, მთლიანად დაიკარგა. ბევრმა, ბევრმა მაძიებელმა, ვინც დაიწყო თავისი სულიერი მოგზაურობა მთელი გულწრფელობით, მაგრამ გზაზე დაჭერილნი აღმოჩნდნენ ოკულტური ძალების მიერ, და ვერ შეძლეს მიზნის მიღწევა.

ოკოლტური ძალა და სულიერი ძალა მოდიან გულის ძალიდან თუ გონების ძალიადან, თუ ორივესგან?

შრი ჩინმოი: ოკულტური ძალა მოდის გონების ძალიდან, ფსიქიური, ანუ სულიერი ძალა კი - გულის ძალიდან. ის, ვისაც სურს ოკულტური ძალის მოპოვება, მას შესთხოვს და შესძახებს. სულიერ ძალითვის კი ვედრება არ არის საჭირო. სულიერი ძალა თავისით მოდის. თუ ადამიანი ერთგულად, გასულდგმულებულად და თვითდავიწყებით შესთხოვს უზენაესს იმისთვის, რომ გაახაროს ის, როგორც უზენაესს თავად სურს. სულიერი ძალა იბადება გულწრფელი მისწრაფებიდან და შინაგანი ვედრებიდან. ჩვენ ვიყენებთ სულიერ ძალას, რათა საკუთარი თავი ვმართოით, რათა, უშეცდომოდ, ბოლოს და ბოლოს უზენაესის სრულყოფილი ინსტრუმენტები გავხდეთ.

ოკულტურ თემებზე ბევრი წიგნია დაწერილი. რას ფიქრობთ, თუ აქვთ ამ წიგნებს რეალური ფასეულობა?

წიგნიბიშრი ჩინმოი: მე მშვენივრად ვიცი, რომ ბევრი თქვენთაგანი შეისწავლის წეგნებს ოკულტიზმის შესახებ, მაგრამ მე გულწრფელად გთხოვთ ნუ შეისწავლით წიგნებს ოკულტიზმზე, თუ ისინი არ არიან დაწერილი სულიერი მასწავლებლების და რეალიზებული სულების მიერ. ოკულტიზმზე წიგნების უმრავლესობა წარმოადგენს ფანტასტიკური იდეების კრებულებს. უბრალოდ ოკულტიზმზე წიგნების შესწავლით, ადამიანი არასოდეს მიიღებს ოკულტური ძალის წვეთსაც კი. წიგნებიდან შეგიძლიათ გაიგოთ ოკულტიზმის საიდუმლოები, მაგრამ ძალების განვითარება შეიძლება მხოლოდ ღრმად ჩაძირვით ან თავისი ცნობიერების გაფართოებით, ან გულწფელი ლოცვით ამ ფარული ძალების გამოვლენისათვის, - ვიმედოვნებ, მხოლოდ და მხოლოდ ღთაებრივისათვის.

რა განსხვავებაა ოკულტისტსა და ოიგს შორის?

შრი ჩინმოი: ოკულტისტი დიდ ხმაურს იწვევს. იოგი ცდილობს შეცვალოს დედამიწის იერი.

განსხვავება ოკულტისტსა და სულიერ მასწავლებელს შორის.

შრი ჩინმოი: ოკულტისტსა და ნამდვილი სულიერი მასწავლებელ შორის, რომელიც ღვტის ნებას ჩაბარების გზას მისდევს, დიდი განსხვავებაა. გზავნილი "იყავ ნება შენი" - ეს გზავნილი არა მხოლოდ ქრისტესია, არამედ ყველა სულიერი მასწავლებლისაა. "იყავ ნება შენი" მინდობის იოგის არსია. არ არსებობს მასწავლებელი, რომელმაც არ მიაღწია ამ ცნობიერებას. მაგრამ ოკულტისტი, თუ ის უმაღლესი დონის ოკულტისტი არაა, იფიქრებს, რომ თავიდან მისი ნება უნდა აღსრულდეს. ამაშია განსხვავება ოკულტისტსა და ნამდვილ სულიერ მასწავლებელს შორის.

რა უნდა ვაკეთოდ ოკულტური ძალების გასანვითარებლად?

ჯარნა-კალა, შრი ჩინმოიშრი ჩინმოი: მკაცრი სულიერი თვალსაზრისით, ოკულტური ძალების განვითარება არ არის აუცილებელი. ღმერთი ერთადერთი რეალობაა, რომელიც გვჭირდება. ეს მასზეა დამოკიდებული მოგვცეს რაიმე ძალი თუ არა, იყოს ის ფიზიკური, მენტალური თუ ფსიქიკური. თუ ასეთია მისი ნება, ის ჩვენ მოგვანიჭებს ძალას, როდესაც ჩვენ განკუნკუთვნილნი ვართ გავაკეთოთ რამე მისთვის, ისე როგორც მას სურს. მოდით ვილოცოთ ღმერთზე, რათა მან სინითლე მოგვცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ძალები, რომელსაც მივიღებთ ოკულტურ პლანზე, პრობლემებს შეგვიქმნიან. თუ ჩვენ ვლოცულობთ და ვმედიტირებთ მხოლოდ სინითლეზე, მაშინ როდესაც ეს სინათლე დაეშვება, ის გაასხივოსნებს ჩვენს ცნობიერებას. ამ დროს, თუ ღმერთმა მოისურვა, რომ ჩვენ განვავითაროთ რაიმე სულიერი ძალა და უფრო მეტი დახმარება გავუწიოთ კაცობრიობას, მაშინ, ბუნებრივია, ის ჩვენ მოგვანიჭებს ძალას. უმაღლესი ჭეშმარიტების საიდუმლო ასეთია: ნუ ისურვბთ ნურაფერს ღმერთის, უზენაესი სინათლის გარდა. ჩვენი გულის სიღრმეებში უნდა ვგრძნობდეთ, რომ ის, რაც ჩვენ გვჭირდება უზენაესის სინათლეა, იმისთვის რომ შევცვალოთ ჩვენი ბუნება, იმისთვის რომ გავახაროთ ღმერთი, იმისთვის რომ ასრულება მოვუტანოთ ღმერთს,იმისთვის რომ ვემსახუროთ ღმმერთს კაცობრიობაში და ვემსახუროთ ტანჯულ კაცობრიობას.

შეგიძლიან ახსნათ, რით განსხვავდება სულიერი ძალა ოკულტური ძალასაგან?

შრი ჩინმოი: სულიერი ძალა ძალიან ფართო და ნათელია. ის მუდმივად ფართოვდება ორივეგან სასრულში და უსასრულოში.თუ რაიმე პატარაა, სულიერი ცხოვრება მას დიდს გახდის. თუ ის უკვე ძალიან დიდია, სულიერება მას მაინც უფრო დიდს გახდის. ოკულტური ძალა სხვა სახისაა. შეიძლება ითქვას ის პირდაპირი, წვეტიანი, დაუყოვნებლივი ძალაა -  ძალიან ბასრი, როგორც ხმლის პირი.

როდესაც გამოიყენება სულიერი ძალა, ის სულ სიმშვიდეა, სულ ჰარმონიაა. თუ ვინმე მიმართავს თქვენსკენ სულიერ ძალას, თქვენ იგრძნობთ, რომ ის დინამიური ძალაა, მაგრამ ამავე დროს მასში აგრესია არ არის. თითქოს ზღვას უყურებთ, როდესაც ის მშვიდი და წყნარია. როდესაც ის ბობოქრობს და ტალღებითაა დაფარული, თქვენ შეგეშინდებათ მისი. მაგრამ როდესაც ზღვა მშვიდია, ამ დროს თქვენ მისი არ შეგეშინდებათ. თუმცა, ორივე შენთხვევაში, იგივე ძალა სახეზეა. როდესაც ზღვის ცნობიერებაში შედიხართ, თქვენ მის უდიდეს და უსაზღვრო ძალას ხედავთ. სულიერი ძალა მშვიდია, უსასრულოდ ფართოა, მშვიდი ზღვასავითაა, რომელშიც არ არის აგრესიული მოძრაობა. მხოლოდ დინამიური მტკიცე ძალაა, საფუძვლიანი ძალაა.

ოკულტურ ძალაში, მეორე მხრივ, არის ერთგვარი მოძრაობა, რომელიც თითქმის ყოველთვის მოუსვენარია. ბავშვს ძალა აქვს, უფროსსაც ასევე აქვს ძალა. ბავშვის ძალა ყოველთვის ჩანს ან ვლინდება; ბავშვს მუდმივად სურს გამოხატოს ეს ძალა. მაგრამ ზრდასრულმა ადამიანმა იცის, რომ მას ძალა აქვს და მას შეუძლია თავისი ნებით გამოიყენოს ეს ძალა, ის არ გრძნობს აუცილებლობას მუდმივად გამოხატოს ეს ძალა. ოკულტური ძალის მფლობელს იშვიათად აქვს სიმშვიდე, როდესაც სულიერი ძალის მლობელი სავსეა სიმშვიდით. ოკულტური ძალის მფლობელი უზარმაზარ შოუს აწყობს თავისი ოკულტიზმისაგან; იოგი თავისი სულიერი ძალით ცდილობს შინაგანად შეცვალოს დედამიწის იერი.

ოკოლტური ძალა ძალიან ხშირად უარყოფითად გამოიყენება. თქვენ დაინახავთ რომ, პრაქტიკულად ოკულტიზმში ძალა მრისხანე ცხოველივითაა. როდესაც უგუნური ადამიანები იყენებენ ოკულტურ ძალას, ეს მხოლოდ განადგურებისათვისაა. ის შეიძლება იყოს დადებითი მხოლოდ მაშინ, თუ მას მიმართავს სულიერი მასწავლებელი. ოკულტური ძალის ფლობა საბაგირო თაკზე გასეირნების მსგავსია - ძალიან სახიფათოა და სარისკოა. სულიერი ძალის ფლობა განიერ გზაზე სიარულის მსგავსია, სადაც საფრთხე არ არის. და თუ ადამიანი ფლობს სულიერ და ოკულტურ ძალას, მაშინ, ასევე არც სიძნელე და არც საფრთხე იქნება...

თუ ადამიანს უნდა ოკულტიზმის პრაქტიკა, რათა გამოაღვიძოს კაცობრიობის ცნობიერება, მაშინ მან პირველ რიგში უნდა დაამარცხოს შიში: ფიზიკური, ვიტალური, მენტალური და ფსიქიკური. თუ ოკულტიზმი გამოიყენება უზენაესის მსახურებისათვის, ღვთაებრიობას კაცობრიობაში, მაშინ ადამიანმა უნდა დაძლიოს უმდაბლესი ვიტალი, რომელსაც სექსს ვუწოდებთ. ეს უსუფთაო, გაუსხივოსნებელი სურვილი ჩვენს ადამიანურ ბუნებაში სრულიად უნდა იყოს დამარცხებული. მაშინ, თუ ადამიანი აცნობიერებს, რომ ის მარადიული ცხოვრებით ცხოვრობს წუთიერ ცხოვრებაში, ის უსასრულობა, მარადისობა და უკვდავება, რომლებსაც მან მიაღწია თავის შინაგან არსებაში ან ცნობიერებაში, შეიძლება გამოყენებული იქნას კაცობრიობის მსახურებისათვის ღვთაებრივი გზით. ამ დროს, ოკულტური ძალა ნამდვილ წყალობად იქცევა.

სულიერება ბევრად აღემატება ოკულტიზმს. ოკულტურის არე და ოკულტიზმის პრაქტიკა - ასევე ღვთის ქმნილების ნაწილია. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ოკულტიზმის არეს გავლა, თუ ღვთის შეცნობა არის ის, რაც გვჭირდება. თუ ადამიანს სურს ღმერთი, მხოლოდ ღმერთი, მაშინ უნდა ვთქვა, რომ ოკულტიზმი მას საერთოდ ვერ დაეხმარება ღვთის შეცნობაში. სულიერება კი აბსოლუტურად აუცელებელია ღვთის შეცნობისათვის.

ნამდვილ სულიერ მისწრაფებულს საერთოდ არ აინტერესებს ოკულტიზმი. მაგრამ თავის გზაზე უმაღლესისკენ, მასთან ზოგჯერ სპონტანურად მოდის ოკულტური ძალა გამოსაცდელად: მოექცევა ის ამ ძალის შთაბეჭდილების ქვეშ და დაიწყებს თავის სასწაულების გაკეთების უნარს მსოფლიოსათვის დემონსტრაციას, თუ გამოიყენებს მას სწორად და ღვთაებრივად. ზოგჯერ, როცა მისწრაფებული რეალიზაციის ზღვერზეა, ოკულტური ძალები სხვადასხვა ცნობიერების პლანებიდან მოდიან და ეხებიან მის ტერფებს. ისინი იძახიან: "ოსტატო, გამოგვიყენა. ჩვენ შენ მოგემსახურებით; ჩვენ ბოროტებას აღარ ჩავიდენთ. მხოლოდ გამოგვიყენე ჩვენ შენი რეალიზაციის ასრულებისათვის". ასეთი რამ ემართებოდათ ძალიან ბევრ სულიერ მასწავლებელს. და თქვენი მასწავლებელი ერთერთი მათგანია.

მე ბევრჯერ-ბევრჯერ ვიყენებდი ოკულტურ ძალას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც უზენაესი ჩემში მთხოვდა ამას. და მე ვიყენებდი ამას მხოლოდ დახმარებისათვის შინაგანად. გარეგანად მე ოკულტურ ძალას უხალისოდ ვიყენებ, რადგან მე არასწორად გამიგებენ. და არასოდეს გამოვიყენებ ამას რომ დავსაჯო ან გავაწამო ვინმე.

ოკულტური ძალა ძალიან დინამიურია, მაგრამ ხშირად ადამიანები არ იღებენ დინამიზმს მისგან. ამის მაგივრად ისინი მისგან აგრესიას იღებენ, და იყენებენ ამ აგრესიის ძალას რათა სხვებს ზიანი მიაყენონ ან აისრულონ თავისი პირადი სურვილიები.

თუ ცოტათი მაინც კუნდალინი იოგის პრაქტიკით ხართ დაკავებული - ვთქვათ დღეში მხოლოდ თხუთმეტი წუთი - თქვენი მედიტაციის პრაქტიკასთან ერთად და ნამდვილად მიისწრაფვით, თქვენ ნახავთ, რომ თქვენი ფსიქიკური ან ოკულტური ცენტრები იხსნება. მაგრამ თუ თქვენ შეაბიჯებთ შინაგან ცხოვრებაში მხოლოდ ოკულტური ძალის მოსაპოვებლად, რათა ანახოთ მსოფლიოს თქვენი უნარი, მაშინ ნამდვილი სულიერება არასოდეს მოვა თქვენს ცხოვრებაში. თუ თქვენ გინდათ გახსნათ თქვენი გულის ცენტრი და სასწაულები ანახოთ, რათა ხალხმა დაგაფასოთ და თქვენით აღფრტოვანებული იყოს, და თუ ფიქრობთ , რომ მათი დაფასებისაგან და აღფრთოვანებისაგან თქვენ მეტ შთაგონებას მიიღებთ, უნდა ვთქვა, რომ ცდებით. სხვა შემთხვევაში, როცა რამეს აკეთებთ და ზეცამდე აყავხართ, თქვენ შეგიძლიათ მიიიღოთ უფრო მეტი შთაგონება და ეს უკეთესად გააკეთოდ. მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ასე არ არის. თუ გამოაჩენთ რომელიმე ოკულტურ ძალას და სხვები ამით აღფრთოვანებულები იქნებიან, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენ დაეცით. თქვენ არ გრძნობთ შთაგონებას, პირიქით, ღრმად ჩაძირვის და ნამდვილი რეალიზაციის მოპოვების მაგივრად, თქვენ განაგრძობთ ოკულტური ძალის გაზრდას. ოკულტური ძალა ეს სულ ცდუნებაა.

რაც უფრო მეტად ანახებთ ოკულტურ ძალას, მით უფრო სწრაფად მას კარგავთ,რადგან თქვენ არ შეგიძლიან გახდეთ ერთი წყაროსთან. ოკულტური ძალის წყარო სინათლეა - საკმაოდ  შეზღუდული, მაგრამ მაინც უსუფთავესი სინათლეა. ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ, რომ თუ თქვენ აპირებთ საქმის დაჭერას სინათლესთან, მაშინ ეს უნდა იყოს სულიერი სინათლე. თუ ის შეზღუდულია, არა უშავს, ის არ გამოიწვევს არანაირ საფრთხეს. თქვენ შეიძლება აგტკივდეთ თავი, ზედმეტს თუ მოუხმობთ, მაგრამ ეს თქვენ არ გაგანადგურებთ. მაშინაც კი თუ თქვენ ზემოდან ჩამიტანთ ძალას, რომელიც თქვენს შესაძლებლობებს აღემატება, ის მთლიანად ვერ გაგანადგურებთ. მაგრამ თუ მოიზიდავთ ოკულტურ ძალას, რომელიც თქვენს შესაძლებლობებს აღემატება, თქვენ დაამთავრაბთ სიცოცხლეს საგიჟეთში. აი როგორი საშიში და დამანგრეველია იგი.

ჩვენი პირველი სურვილი უნდა იყოს უზენაესის გახარების სურვილი. იმისათვის, რომ გავახაროთ ის, ჩვენ უნდა მივცეთ მას მთელი ჩვენი მისწრაფება, და მის ტერფებთან დავდოთ ყველაფერი. როდესაც ჩვენ მას გავახარებთ, ეს მასზეა დამოკიდებული, მოგვცეს ჩვენ სულიერი ძალა ან ოკულტური ძალა, ან ორივე. თუ მას უნდა მოგვცეს სულიერი ძალა, მშვენიერია. თუ მას უნდა მოგვცეს ოკულტური ძალა, მშვენიერია. თუ გვაქვს ღვთის ნებისადმი მინდობა და ის გვაძლევს ოკულტურ ძალას, დარწმუნებული იყავით, რომ ის ასევე მოგვცემს უნარს სწორად გამოვიყენოთ ის.

თუ გსურთ გაახაროთ ღმერთი თქვენებურად, თქვენ ჩაიდენთ ბევრ არაგულწრფელ საქციელს, რათა გაახაროთ ის. თქვენ შეეცდებით გაახაროთ ის ნებისმიერი ხერხით. თქვენ იქამდეც მიხვალთ, რომ პირში მოეფერებით ან მოსყიდვას შეეცდებით, თუ თქვენი ბუნება სუფთა არ არის. მაგრამ თუ თქვენი ბუნება სუფთაა, აბსოლუტურად სუთაა, თოვლივითაა, მაშინ თქვენ შეეცდებით გაახაროთ ის, ისე როგორც მას მოესურვება. თუ თქვენ ამას შეძლებთ, თუ შეძლებთ გაახაროთ ღმერთი, ისე როგორც მას სურს, ყველა ოკულტური ძალა, ყველა სულიერი ძალა თქვენ ტერფებთან იქნება და თქვენ მოგემსახურებათ.

გაახაროს ღმერთი - ეს ისაა რაც სამყაროს ჭირდება. მისი გახარებით, მსოფლიო მოამზადებს თავს გასხივოსნებისათვის. მაგრამ მსოფლიო განწირულია იმედგაცრუებისათვის, რადგან შესძახებს ძალისათვის. თუ სამყაროს ღვთის სიყვარულის სურვილი ექნებოდა, მაშინ ამ დროსათვის ის უკვე გადარჩენილი, გასხივოსნებული, სრულყოფილი და უკვდავყოფილი იქნებოდა.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ასრტოლოგია, ზებუნებრივა და ზეზღვრული."

 

<<< გვერდზე "ამოუცნობი და მისტიკური"
 

ადამიანი და სამყარო

კითხვა: თქვენ გჯერათ, რომ უმეტეს სხვა პლანეტებზე არსებობს ხალხი, როგორებიც ჩვენ აქ ვართ?

ჯარნა-კალა, შრი ჩინმოის ფერწერაშრი ჩინმოი: არსებები სხვა პლანეტებზე ნატიფი პლანის არსებებია. თუმცა ამ არსებებს შეუძლიათ ნებისმიერი ფორმის მიღება, მათი ნატიფი ფორმა ადამიანივით გამოიყურება, განსაკურებით როდესაც ისინი ჩვენს თვალწინ აღმოჩნდებიან, აქ დედამიწაზე. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ნატიფი სხეულები, რომლებიც ჩვენს წინ დგას, რეალურია, რომ მათ აქვთ ხორცი, ძვლები და სახვა დანარჩენი, მაგრამ სინამდვილეში მათ ეს არა აქვთ. ჩვენი ადამიანური სხეული შედგება ხუთი ელემენტისაგან, რომლებიც ამ არსებებს არა აქვთ. ჩვენ შეგვიძლია მათ შევეხოთ და ვიგრძნობთ რომ მათ მკვრივი სხეულები აქვთ. ეს არ არის ჰალუცინაცია, არამედ აბსოლუტური რეალობაა. მაგარან შეგრძნება, როდესაც თქვენ ეხებით ჩემს სხეულს, განსხვავებული იქნება იმ შეგრძნებისაგან, რომელსაც განიცდით როდესაც ამ არსებების სხეულებს ეხებით. განსხვავება აღქმაშია.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ასრტოლოგია, ზებუნებრივა და ზეზღვრული."

 


 

კითხვა: გჯერათ, რომ არიან არსებები სხვა პლანეტებიდან, რომლებიც მოდიან დედამიწაზე მფრინავ თეფშებში?

ჩიტი, შრი ჩინმოის გრაფიკაშრი ჩინმოი: დიახ, მე მჯერა, რომ არსებობენ სხვა არსებები, რომლებიც მოდიან მფრინავ თებშებში. რასაც იძახიან მათ შესახებ ბევრი სიმართლეა, მაგრამ ეს არ არის სრული სიმართლე. საუბარი იმაზე, რომ ისინი გვჯობნიან არასწორია. ისინი სულ სხვა არსებები არიან, ისინი საერთოდ არ გვანან ადამიანებს. ისინი მოქმედებენ სხვა პლანიდან და მათ არ აქვთ ჩვეულებრივი გონება, როგორიც ადამიანებს აქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სულელები არიან.

ეს არსებები სხივმოსილნი და მშვენიერები არიან. მათ შეუძლიათ დაანახონ ადამიანის გონებას ნებისმიერი ფორმა, რომელსაც მოისურვებენ. სანამ დედამიწაზე იმყოფებიან ისინი ღებულობენ ადამიანის ფორმას მხოლოდ საჩვენებლად იმისა, რომ ეს შესაძლებელია. მაგრამ თუ შევძლებდით მათ საკუთარ სამყაროში გამგზავრებას, ჩვენ დავინახავდით, რომ ისინი ძალიან ხშირად ღებულობენ ყვავილის, ჩიტის ან ანგელოზის ფორმას.

არიან ადამიანები, რომლებსაც შეგნებულათ შეუძლიათ სხვა სამყაროში გამგზავრება ძილის დროს, თუმცა, შეიძლება, ისინი სულიერად არ მიისწრაფვიან. ეს ადამიანები, თუმცა მთლად ადამიანები არ არიან. ისინი სხვა სამყაროებიდან არიან მოსულები, მაგრამ მიიღეს ადამიანის ინკარნაცია, რათა იხილონ ჩვენი სამყარო. ერთი ჩემი მოწაფე ნიუ-იორკიდან ერთ-ერთი ასეთი ხალხთაგანია. როდესაც მე მას ვლოცავ და მის სახეს ვუყურებ მედიტაციის დროს, მაშინვე ვხედავ, რომ ის სულთა სამყაროდანაა, ანგელოზების სამყაროდანაა. მისი სული იმ სამყაროსთან ძლიერად შეწყობილია და ის ძალიან ხშირად იქ გაემგგზავრება. ეს სხვა სამყაროებიდან მოსული სულები, რომლებიც იღებენ ადამიანის ფორმას, ხშირ შემთხევაში ცხოვრობენ ვერმუნტში, კანადასა და სამხრეთ ინდოეთში.

ამ არსებების ენა, როდესაც ადამიანის ფორმაში არ არიან, საერთოდ განსხვავდება ჩვენისაგან. ჩვენ მათ ვერ დაველაპარაკებით იმათ ენაზე, მაგრამ ჩვენ შევძლებთ მათთან საუბარს თუ ვიცით სულის ენა, რადგან ამ არსებებსაც ასევე აქვთ სული. ისინი აქ მოდიან ცნობისმოყვარეობის გამო - ნახონ, როგორია დედამიწა და რა ხდება აქ სინამდვილეში. ისინი მოდიან უბრალოდ შესწავლისათვის, და არა დახმარების საძებნელად, ან აქედან რაიმე სარგებელის მასაღებად. ჩვენს შეთხვევაში, ჩვენ გვინდა განვითარება და გვინდა სვლა ღმერთისკენ, ამიტომ ჩვენ ვეძებთ გასხივოსნებას. ისინი ჩვენ ვერ დაგვეხმარებიან, ჩვენ კი მათ ვერ დავეხმარებით. ჩვენ გვაქვს ეს მატერიალური სამყარო; ის თვითკმარია. იმათი სამყაროები ასევე თვითკმარნი არიან. მაგრამ ამავე დროს, ისინი მათხოვრებივით არიან, რადგან მათ სამყაროებში იმათ არა აქვთ ღვთისშეცნობა.

ჯარნა-კალა, შრი ჩინმოის ფერწერათუ არსებას იმ სამყაროდან მოუნდება ღვთისშეცნობა, თვითაღმოჩენა, მან უნდა მიიღოს ადამიანის სხეული, ჩვენ კი არანაირი სხვა ფორმა არ გვჭირდება ღვთის რეალიოზაციისათვის. ეს ის უპირატესობაა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. თუმცა ჩვენ ტანჯვით, შეზღუდვებით და უვიცობით ვართ სავსე, ეს ფიზიკური სამყარო ღვთის შეცნობის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. არსებებს სხვა ადგილებიდან მოუწევთ ჩამოსვლა ამ სამყაროში, თუ ღვთის შეცნობა სურთ. ღმერთი მხოლოდ აქ არის ხელმისაწვდომი. ღვთის რეალიზაციის მქონე, თქვენ ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ გაემგზავროთ; ღმერთი ყველგანაა. მაგრამ სრულ რეალიზაციას თქვენ უნდა აქ მიაღწიოთ, ამ პლანეტაზე დედამიწაზე, და არსად სხვაგან.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ასრტოლოგია, ზებუნებრივა და ზეზღვრული."

 


 

<<< გვერდზე "ამოუცნობი და მისტიკური"

ასტროლოგია

კითხვა: რას ფიქრობთ ასტროლოგიაზე? არსებობს თუ არა სიმართლე ასტროლოგიური წინასწარმეტყველებებში?

შრი ჩინმოი: ასტროლოგია მეცნიერებაა.სულიერი მაძიებლებიც კი მას უწოდებენ შიდა მეცნიერებას, სულიერ მეცნიერებას. ასრტროლოგია ვარსკვლავთა სიმღერაა. ის რაც ნაუწყები იყო და შემოვიდა გამოვლინების სამყაროში, ვარსკვლავებზეა დაწერილი. როდესაც ასტროლოგია ეხება წარსულს, იმას რაც უკვე დაწერილია, ის თითქმის ყოველთვის სწორია. მაგრამ ასტროლოგია ასევე საშუალებას გვაძლევს დავინახოთ პოტენციურად შესაძლებელი, და ის ცდილობს იწანასწარმეტყველოს მამავალი წარსულის საფუზველზე. გამოცდილმა ასტროლოგებმა იციან, თუ როგორ შეაღწიონ ამ სამეფოს ჭეშმარიტებაში. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ეს გულმოდგინედ და მეცნიერულად კეთდება, ასტროლოგია არის აბსოლუტურად სწორია ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, რომლებსაც ღმერთის ას სწამთ ან საკუთარი თავის რწმენა არ აქვთ.

მაგრამ თუ ადამიანებს საკუთარი თავის რწმენა აქვთ, ამ რწმენით ისინი გადალახავენ ასტროლოგიას. ამიტომ ვამბობთ, რომ რწმენა ურყევი ნებისყოფით ბევრ რამეს ცვლის. თუ ჩვენ გვაქვს ურყები რწმენა, ბედისწერა შეიძლება შეცვლილი იყოს. მართალია, ყველა ჩვენი წარსული საქციელი ჩაწერილია ვარსკვლავებზე. მაგრამ თუ გვინდა ბედისწერის წაშლა, ეს მაგნიტოფონის ფირზე რამის წაშლის მსგავსია. მე ვამბობ რამეს და ის ჩაიწერაბა, მაგრამ თუ წაშლა მომინდება მე შემიძლია ამის გაკეთება.

ასტროლოგია ასი პროცენტით მართალია, როდესაც ადამიანი არის ფიზიკურ სამყაროში და ცხოვრობს ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრებით. როდესაც ადამიანი შედის შინაგან ცხოვრებაში, სულიერ ცხოვრებაში, ის მართალია სამოცი ან სამოცდაათი პროცენტით. თუ მისწრაფებული ადამიანი შეგნებულად ან გაუცნობიერებლად კავშირშია მის შინაგან არსებასთან, და მისი შინაგანი არსება მუდმივ კავშირშია დასაბამთან, მაშინ ის ბევრ, ბევრ რამეს თავიდან აიცილებს. საბოლოოდ, როდესაც ადამიანი შეგნებულად ღმერთთან ურთიერთობაშია, ასტროლოგია საერთოდ არ მოქმედებს ამ ადამიანზე, იმიტომ რომ ყველაფერი მის ცხოვრებაში მოდის პირდაპირ ღმერთისგან. ჭეშმარიტი ერთიანობა ღმერთთან ასტროლოგიაზე გაცილებით მაღლა დგას. თუ ჩვენი ინტენსიური მისწრაფებით ვიტყვით: "ღმერთო, მე ეს არ მინდა"-და თუ ჩვენ ღმერთთან ერთი ვიქნებით, მაშინ ღმერთი იტყვის: "კარგი, მაშინ ნუ მიიღებ ამას". რა თქმა უნდა ეს არ ეხება დამწყებს სულიერ ცხოვრებაში. მხოლოდ იმათ, ვისაც აქვს დაუყოვნებლივი შინაგანი კავშირი უმაღლეს ყოფიერებასთან, შეუძლიათ სრულიად გამოვიდნენ ვარსკვლავების ზეგავლენიდან. მაგრამ ადამიანი ყოველთვის არ იქნება დამყწები. დროთა განმავლობაში ადამიანი უფრო და უფრო წაიწევს წინ სულიერ ცხოვრებაში, და უფრო და უფრო შეუვალი ხდება წარსულის ძალებისათვის.

მაშინაც კი, თუ ადამიანი არ არის მაძიებელი, ასტროლოგიური წინასწამეტყველება მაინც შეიძლება გადალახულ იქნას. უფრო ღრმა დონეზე ყოველთვის არსებობს უფრო მაღალი ძალა, რომელსაც ღვთის წყალობა ეწოდება. ღვთის წყალობას შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი ადამიანის ბედისწერა. ეს წყალობა ყოვლისშემძლეა; ის ცვლის ოკულტურ შესაძლებლობებს და გადალახავს ასტროლოგიურ კანონებს, ანუ ღვთის კოსმოსურურ კანონებს. ზოგჯერ ასტროლუგიური წინასწარმეტყველება ფაქტობრივად სწორია, მაგრამ ის არ ახდება ღვთიური წყალობის გამო. ამიტომ ასტროლოგია მხოლოდ ოცდათხუთმეტი ან ორმოცი პროცენტით სწორია როცა საქმე აქვს მომავალთან. როცა ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასტროლოგიაზე უსასრულოდ უფრო მაღალი რამ, ჩვენ ამის რწმენა უნდა გვქონდეს. ასე რომ მე ვთხოვ ჩემ მოწაფეებს არ სწამდეთ ჰოროსკოპებისა და ქირომანტიის. იქონიეთ თქვენი მისწრაფების მტკიცე რწმენა. თუ თქვენ თქვენი მისწრაფების და ღვთის წყალობის მტკიცე რწმენა გექნებათ, მაშინ თქვენი ხსნაც მოვა. ნუ იფიქრებთ მომავალზე.

ინდოეთში ჰოროსკოპების შედგენის საკმაოდ ბევრი სისტემა არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბჰრიგუს სისტემაა. ის გაჩნდა ათასობით წლის წინ, და ეხლა მასზე დაწერილია უამრავი ტომი, სადაც ყველაფერი დაფიქსირებულია. თქვენ უბარალოდ თქვენს ნატალურ რუკას აძლევთ ბრამინს-ასტროლოგს, რომელიც ამ სისტემით მუშაობს, და ის თქვენს თვალწინ გადაფურცლავს გვერდებს და ყველაფერს მოყვებათ თქვენს ცხოვრებაზე. ხშირ შემთხვევაში ეს მართალია. იქ თქვენი ცხოვრების ისტორიაა ჩაწერილი. თუ რუკა სათანადოდ არის შედგენილი, მაშინ მას არც კი დაჭირდება ჰოროსკოპის შედგენა. ის უკვე იქ არის ჩაწერილი.

ჩემი უფროსი ძმა, რომელიც ასტროლოგი იყო, ის წავიდა ასტროლოგთან, რომელიც კარგად იცოდა ეს სისტემა და რომელსაც ყველა ძველი, წმინდა წიგნი ჰქონდა, სადაც ყველაფერია ჩაწერილი. როდესაც მან ჩემი რუკა აჩვენა ასტროლოგს, ასტროლოგმა თქვა, როდესაც თორმეტი წლის გავხდებოდი, ჩემი ჰოროსკოპი აღარ იმოქმედებდა. ის აბსოლუტურად მართალი იყო, რადგან ცამეტი წლის ასაკში მე შევიცნე ღმერთი და გავნთავისუფლდი ყველა ასტროლოგიური კანონისაგან.

მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთი შემთხვევა ბჰრიგუს სისტემაზე. ჩემი ბიძა დედის მხრიდან წავიდა ასტროლოგთან ჰოროსკოპის ამ სისტემით შესადგენად. მას და მის ცოლს არ ჰყავდათ ბავშვები. ამ ჰოროსკოპში აღნიშნული იყო, რომ ამ წყვილს არასოდეს ეყოლებოდათ ბავშვი, რადგან ჩემ ბიძას, რომელიც წინა ინკარნაციაში მონადირე, მოუკლავს ირემი, რომელიც ორსულად იყო. როდესაც ირემს უკანასკნელი სუნთქვა ამოსდიოდა, მისმა სულმა ლოცვით მიმართა ღმერთს: "ო ღმერთო, მან მუცელში მყოფი შვილი მომიკლა. გთხოვ, ნუ მისცემ მას შვილს შემდეგ ინკარნაციაში."ღმერთმა შეისმინა ირმის ლოცვა და ამ ინკარნაციაში ბიძაჩემს დედის მხრიდან არ ჰყავდა ბავშვები. ჩემი რეალიზაციის შემდეგ მე კონცენტრაცია მოვახდინე, რათა მენახა, იყო თუ არა ეს ისტორია ბიძაჩემის წარსულ ინკარნაციაზე მართალი, და აღმოვაჩინე, რომ ის აბსოლუტურად მართალი იყო.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც იძახიან ასტროლოგები, მართალია. სულაც არა. გასულ მარტს ჩემი მოწაფე ნამტირალები მოვიდა ჩემთან, ვიღაცამ უწინასწარმეტყველა ერთ თვეში მამამისის სიკვდილი. მე ვუთხარი: "თუ მამაშენს სიკვდილი უწერია, ის მოკვდება ასტროლოგის წინასწარმეტყველების თანახმად. შემდეგ კონცენტრაცია მოვახდინე და ვუთხარი: "ნუ ღელავ. მე არაფერს ვაკეთებ. მე არ ვიზიდავ ღვთის წყალობას. მე არც მამაშენისთვის ვლოცულობ ღმერთზე, მაგრამ წინასწარმეტყველება არასწორია." დამიჯერეთ, მე არ ვლოცულობდი უზენაესზე, რათა გაუქმებულიყო ასტროლოგის წინასწარმეტყველება, მაგრამ მამამისი ისევ ცოცხალია და ჯანმრთელია. სხვა მოწაფის დედას ასტროლოგებმა უწინასწარმეტყველეს სიკვდილი 17 ან 18 დეკემბერს. ჩემი მოწაფე მწარედ ტიროდა. მაგრამ მე მას ვუთხარი, რომ წინასწარმეტყველება ასევე არასწორი იყო. დედამისი ჯერ კიდევ ცოცხალია.

ინდოეთში ჩვენ ბევრი შემთხვევა ვიცით, როდესაც ასტროლოგიამ მარცხი განიცადა, განსაკუთრებით იმ სიტუაციებში, რომელიც სულიერ აშრამს ეხებოდა. ასტროლოგებს შეუძლიათ იმის თქვა, რომ რედოსაც ბავში 14 ან 15 წლის გახდება, მისი მშობლები მოკვდება. მაგრამ, სანამ ბავშვი მიაღწევს ამ ასაკს, თუ მისი მშობლები მიიღებენ სულიერ ცხოვრებას, ისინი კიდევ მრავალ წელს იცხოვრებენ. ბევრი გურუ ცვლიდა თავისი მოწაფეების ბედისწერას. ამაზე ბევრი ისტორია არსებობს ინდოეთში. მაგალითად, ერთ-ერთმა ასტროლოგმა ერთხელ უთხრა ერთ-ერთ ადამიანს, რომ გარკვეულ დროს და საათს ის უნდა მომკვდარიყო. მაგრამ ერთ-ერთმა სულიერმა მასწავლებელმა უთხრა ამ ადამიანს მასთან მოსულიყო. ამდამიანი მოვიდა და მასწავლებელმა დააწვინა ის მიწაზე და დაფარა ტალახით, მერე კი დაჯდა ახლოს სამედიტაციოდ. როდესაც დანიშნული საათი გავიდა, გურუმ მოაშორა ტალახი, რომელიც მოწაფეს ფარავდა, და უთხრა: "ახლა წადი ასტროლოგთან და აჩვენე მას, რომ შენ კიდევ არსებობ დედამიწაზე." არსებობს ბევრი, ბევრი ამდეგვარი უტყუარი ისტორია.

ჩვენს ცხოვრებაში არსებობს კრიზისები. ზოგჯერ, როცა ახალგაზრდები ვართ ჩვენ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მაგრამ, თუ არის ღვთის წყალობა ან ვინმე, მაგალითად, ჩვენი მშობლები ან ნათესავები შეგნებულად ან გაუცნობიერებლად ლოცულობენ ჩვენთვის, მაშინ ჩვენ შეიძლება ავიცილოთ საფრთხე.

ჰოროსკოპებში ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრჯერ სიკვდილიო აწერია ადამიანს. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ საფრთხე ემუქრება და ადამიანი მოკვდება. მაგრამ ბევრი ეს ხალხი ჯერ კივევ ცოცხალია. გარდა ამისა, ჩვენ ხაზები გვაქვს ხელისგულებზე, რომლებიც ანახებენ რამდენ წელს ვიცხოვრებთ დედამიწაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ის ვინც იცის ქირომანტია იტყვის, რომ ადამიანის სიცოცხლის ხაზი მიუთითებს მხოლოდ, ვთქვათ, ოცდათორმეტ ან ოცდაცამეტ წელზე, მაგრამ ეხლა ეს ადამიანი, შეიძლება, სამოცდათორმეტის ან სამოცდათხუთმეტისაა. ჩემ მოწაფეებს შორისაც არის ორი-სამი ქალი, რომლის სიცოცხლის ხაზი გაწყვეტილია. თუ კი ქირომანტი წაიკიტხავდა, რაც მათ ხელისგულებზეა, ის დაინახავდა ხაზის ორ ნახევარს და გაოცებული იქნებოდა რომ ისინი ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან. როგორ ხდება ეს? ამის მიზეზი არის რაღაც უმაღლესი ძალა. არაფერია ისეთი, რისი შეცვლაც შეუძლებელია უზენაესის უსასრულო წყალობით.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ასრტოლოგია, ზებუნებრივი და ზეზღვრული."


კითხვა: რა განსხვავებაა ასტროლოგიასა და იოგას შორის?

შრი ჩინმოი: ასტროლოგიას არა აქვს ძალა შეცვალოს ჩვენი ბედისწერა, მაგრამ სულიერებას და იოგას ეს ძალა აქვს. განსხვავება ასტროლოგიასა და იოგას შორის ის არის, რომ ასტროლოგია მხოლოდ მიუთითებს; ის მიუთითებს მომავალზე წარსულის საფუძველზე, მაგრამ ის არ ცვლის მას. მაგრამ იოგას შეუძლია წარსულის გაუქმება და მომავლის ჩამოყალიბება. ასტროლოგია თამაშობს თავის როლს ყველაზე ეფექტურად მანამ, სანამ ადამიანი არ ჩაიძირება უფრო ღრმა სულიერებაში. იქ ასტროლოგია უთმობს, როგორც თქვენ მე მითმობთ. სანამ ადამიანმა არ მიიღო სულიერება, ასტროლოგია ძალიან ძლიერია, ლომივითაა. მას შემდეგ, რაც ადამიანი შედის უფრო ღრმა სულიერ ცხოვრებაში, ასტროლოგია პატარა სახლის კატასავით ხდება.

 

შრი ჩინმოის წიგნიდან "ასრტოლოგია, ზებუნებრივი და ზეზღვრული."


კითხვა: ეხლა როდესაც ადამიანები უფრო მეტი ესმით, კარგავს თუ არა ასტროლოგია თავის მნიშვნელობას?

შრი ჩინმოი: ადამიანები, რომლებიც იოგის პრაქტიკით არიან დაკავებულნი, ასტროლოგიას დიდ მნიშვნელობას არ აქცევენ, რადგანაც დაინახეს, რომ როდესაც ისინი ლოცულობენ და მედიტირებენ, მათ ბედისწერას ცვლის და მოძღვრავს უფრო მაღალი ძალა. ასტროლოგია მეცნიერებაა; ჩვენ ამას ვერ ვუარყოფთ. მაგრამ ამავე დროს, არის უფრო მაღალი მეცნიერება და ეს იოგაა. თუ თქვენ ხელი მიგიწყვდებათ მაღალი მეცნიერებისათვის, თქვენ ქვემდგომი მეცნიერების გაკონტროლებას შეძლებთ. თუ თქვენ ატომური ბომბი გაქვთ, ვინმე სხვას კი აქვს ხელის გრანატა, ხელის გრანატას შეუძლია თავისი როლი ითამაშოს; მაგრამ თუ ატომური ბომბი იწყებს მოქმედებას, ბუნებრივია, ის აჯობებს.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ოკულტიზმი და მისტიციზმი"


<<< გვერდზე "ამოუცნობი და მისტიკური"

სინდიცირებული მასალა