ახალი წელი

სულიერი თვალსაზრისით, ახალ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ახალი წლის წინადღეს ახალი ცნობიერება თენდება დედამიწაზე. ღმერთი კიდევ ერთხელ შთააგონებს ყოველ ადამიანს, ყოველ არსებას ახალი იმედით, ახალი სინათლით, სიმშვიდით და ნეტარებით. ღმერთს ყოველთვის სურს, რომ ჩვენ ყოველთვის წინ ვიაროთ, უფრო წინ; მას არ უნდა უკან რომ ვიხედებოდეთ. ჩვენ ვიცით, თუ მორბენალმა, სწრაფი სირბილის დროს, უკან მოიხედა ის ფეხს წამოკრავს. ამის მსგავსად, თუ მუდმივად იმ წლისკენ ვიხედებით, რომელსაც ვტოვებთ, ჩვენ ვიფიქრებთ მწუხარებაზე, ტანჯვაზე, იმედგაცრუებაზე, დანაკარგზე და ასე შემდეგ. მაგრამ თუკი წინ გავიხედებით, ჩვენ დავინახავთ იმედს, რომელის თენდება ღრმად ჩვენში, ჩვენ დავინახავთ ახალ სინათლეს, რომელიც ჩვენს ცნობიერებას ასხივოსნებს.

ყოველი ახალი წელი საფეხურივითაა ცნბიერების კიბეზე, რომელზეც უნდა ავიდეთ. როდესაც თენდება ახალი წელი, ჩვენ უნდა ვაიძულოთ ჩვენი თავი შევიცნოთ ის ფაქტი, რომ უნდა გადავლახოთ საკუთარი თავი. ჩვენ უნდა გავსცდეთ დღევანდელ შესაძლებლობებს და დღევანდელ მიღწევებს. და როდესაც ასეთი სახის მტკიცე გადაწყვეტილება გვაქვს, ღმერთი თავის საუკეთესო წყალობით გვავსებს და ამბოს: "ახალი წელი თენდება, ახალი ცნობიერება თენდება ღრმად თქვენში. გაიქეცით განკუთვნილი მიზნისაკენ". და ჩვენ ვუსმენთ ღმერთს, ჩვენ ვუსმენთ ჩვენი შინაგანი პილოტის კარნახს, ჩვენ მივრბივართ საბოლოო რეალობისკენ. ამგვარად ახალი წელი გვამხნევებს, ენერგიით და შთაგონებით გვავსებს, რათა გავიქცეთ იმ საბოლოო მიზნისკენ.

შრი ჩინმოის წიგნიდან "ცეცხლის ტალღები"

ყოველთვის, როცა შედიხარ ახალ წელში,
იყავი მტკიცე, რათა თან არ შემოიტანო
შენი ძველი "მე".
გზა გაუხსენი ახალ ცხოვრებას.
შენ იქნები ბედნიერი.
გზა დაუკეტე ძველ ცხოვრებას.
შენ იქნები ბედნიერი.

- შრი ჩინმოი

შრი ჩინმოი აფორიზმების არქივი ჩვენს საიტზე >>>

 

 

ფოტო: Pavitrata და Roman