3100 მილიანი გარბენა დასრულდა

3100 მილიანი გარბენა, სტუტიშილი

სტუტიშილი ქალიშვილთან ერთად ფინიშზე (ფოტო: Arpan)

ნიუ-იორკში დასრულოდა მორიგი ყოველწლიური სუპერგარბენა 3100 მილზე (4988 კმ.)! ეს მეთხუთმეტეამგვარი გარბენაა, რომელიც ორგანიზებული იყო შრი ჩინმოის მარათონული გუნდის მიერ. გარბენა მიმდინარეობდა ქვინსის საცხოვრებელ კვარტალში, ნიუ-იორკში 883-მეტრიან სარბენ წრეზე. მონაწილეებს უნდა გაერბინათ 5649 წრე, დისტანციის შედარებისთვის ეს მანძილი უდრის 118,23 მარათონს. მონაწილეობისათვის ათლეტებს არა მხოლოდ ფიზიკური ძალა და კარგი ფორმა ჭირდებათ, არამედ უზარმაზაკონცენტრაციის უნარი, რომელიც დაეხმარებათ მათ სირთულეების დაძლევაში, როგორებიცაა: დატვირთვის და გარე შთაბეჭდილებების ერთფეროვნება, ტრავმები და სხვა.

მორბენალი 3100 მილზე

რბოლა გრძელდება რა ამინდიც არ უნდა იყოს. (ფოტო: Arpan)

დროის ოფიციალური ლიმიტი 51 დღეა. გარბენის რეჯიმში აუცილებელი საერთო სტარტით იწყება დილის 6 საათზე. ამის შემდეგ მონაწილეებმა უნდა ირბინონ ან იარონ ტრასაზე პატარა დასვენებებით, ისე რომ დღეში დაახლობებით 100 კმ-მდე მანძილი დაფარონ, ტრასის გარეთ უაცილებელი დასვენებით შუაღამიდან დილის 6 საათამდე.

ტრადიციისამებრ, საბოლოო შედეგები ცხადდება ბოლო მონაწილის ფინიშირების შემდეგ. თხუთმეტი წლის მანძილზე ეს გარბენა დაასრულა 31 მონაწილემ. ზოგმა კი რამოდენიმე ჯერ მიიღო მონაწილეობა.

პარასკევს 2011 წლის 12 ივნისს დილის 6 საათზე ტრასაზე გამოვიდა 9 მამაკაცი და 1 მანდილოსანი. რვამ შეძლო ეს მანძილი დროში დაემთავრებინა. ეს რბოლა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მეორე მანდილოსანმა ევროპიდან წარმატებით დაასრულა გარბენა. ეს იყო შურაშა მაირერი (Surasa Mairer), მან გაატარა დისტანციაზე 53 დღე 15 საათი 54 წუთი და 25 წამი. ეს მისი მეორე ცდა იყო, პირველი ასევე წარმატებით დასრულდა. საინტერესო ის გახლავთ, რომ შურაშა იკვებებოდა ვეგეტარიანული კვებით 10 000 კალორიამდე დღე ღამეში, გარბენის დროს მან დაიკლო 3 კილო. უდიდესი დატვირთვის გამო ტრასაზე მან გაცვითა 7 წყვილი ბოტასი.

ამ გარბენის პირველ და დღესაც შეუდარებელ მონაწილედ რჩება მანდილოსანი ვაშინგტონიდან - შუპრაბა ბექიორდი. გარბენის არსებობის დღიდან მან  13 ზედიზედ მონაწილეობა მიიღო. და მისი საუკეთესო შედეგია 49 დღე 14 საათი 30 წუთი 54 წამი.

(ფოტო: Prabhakar)

პირველად ამ გარბენის ისტორიაში ექსტრემალური სიცხის გამო 42-ე დრე დასვენებად იყო გამოცხადებული. და საფინალო დღე ერთი დღე ღამით გადაწეული იქნა 4 აგვისტოზე. პირველად ამ გარბენის ისტორიაში პირველ, მეორე და მეექვსე ადგილებზე გავიდნენ მონაწილეები უკრაინიდან, ესენი არიან: სარვაგა უკრაინსკი (ბერდიანსკიდან) - 44 დღე 13 საათი 38 წუთი 52 წამი (პირველად იღებდა მონაწილეობას), იგორი მუდრიკი (ვინიციდან) - 45 დღე 2 საათი 30 წუთი 37 წამი. რბოლის დროს სარვანგამ დაიკლო 20 კილო.

რბოლის დამაარსებელი - შრი ჩინმოი, რომელიც რეგულარულად ეწვეოდა ტრასას. (ფოტო: Utpal)

 MSNBS-ის საინფორმაციო არხი 3100 მილიან გარბენაზე

 

გარბენის შედეგები >>>